საქართველოს ქირურგიის მაცვნე #1

გულწრფელად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის სამედი­­ცინო საზოგადოებას, უპირველესად კი – ქირურგებს, „საქართველოს ქირურგიის მაცნე„-ს – ახალი პერიოდული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს აკად. გრ. მუხაძის სახ. ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობის, რომელიც ერთი წლის წინ აღდგა დღეს მოღვაწე საქართველოს ქირურგთა კორპუსის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენლის აღმზრდელის, პროფესორ გურამ ტატიშვილის თაოსნობით და ძალისხმევით. ჩემთვის, როგორც ექიმისა და მასწავლებლისათვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ჟურნალში სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით შესრულებული სტუდენტური კვლევების შედეგების გამოსაქვეყნებლად სპეციალური რუბრიკაა გამოყოფილი. ეს მნიშვნელოვანი სტიმული, პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ჯილდო იქნება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების კვლევით აქტივობაში ჩართვისათვის, რაც დადებით როლს შეასრულებს მოაზროვნე, კრეაციული და წარმატებული მედიკოსების ჩამოყალიბების საქმეში.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი

სარჩევი

საქართველოში ქირურგიის განვითარების ეტაპები XIX -XX საუკუნეში

კომპიუტერული ტომოგრაფიული (კტ) ანგიოგრაფიის შესაძლებლობები ღვიძლის არტერიული ანატომიის ვარიანტების დადგენასა და ენდოვასკულური ან ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში ღვიძლის ციროზისა და ჰეპატოცელულური კარცინომის დროს

ღვიძლის რეგენერაციის რთული მოზაიკური სურათის „გამოტოვებული„ ფრაგმენტების შევსებისათვის

ღია და დახურული ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიის გამოყენება ნაღვლკენჭოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის დროს

კუჭის ლაპაროსკოპიული სახელოსებური რეზექცია მორბიდული სიმსუქნის დროს გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების მქონე პაციენტებში

წყლულოვანი ეტიოლოგიის სისხლდენების მკურნალობის შედეგები და მათი გაუმჯობესების გზები

ენდოსკოპიური სტენტირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროქსიმალური ნაწილის ქირურგიაში

საყლაპავის ხვრელის დიაფრაგმული თიაქრის მკურნალობის პროთეზირებადი ჰერნიოპლასტიკა

პლასტიკური ქირურგია თავ-კისრის რეკონსტრუქციაში ონკოლოგიურ პაციენტებში

მწვავე ქოლეცისტიტის ლაპაროსკოპიული მეთოდით მკურნალობის შედეგები ჩვენი კლინიკის მასალების საფუძველზე

სიკვდილის „დაბადების” რუტინულ პროცესებში ბორელიების ანტიგენების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ

არის თუ არა წარუმატებელი რეანიმაცია უშედეგო?

ფაშვის ღეროს კომპრესიული სინდრომი

თორმეტგოჯა ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის კლინიკური შემთხვევა

ოპერაცია ვენტრალური თიაქარპლასტიკა რივეს-სტოპას მეთოდით

ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისაგან, საქართველოს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წლის მუშაობის ანგარიში

სრული ვერსიის გადმოწერა