ჟურნალის ისტორია

ქართული ქირურგიული სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის შექმნის იდეა პირველად გაჟღერდა საქართველოს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების სხდომაზე 2015 წლის 26 ივნისს. 1 წლის შემდეგ, 2016 წლის აპრილში, პროფესორ გურამ ტატიშვილის თაოსნობით და შეუპოვარი მეცადინეობით, გამოიცა ქართული რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ პირველი ნომერი. პროფესორ გურამ ტატიშვილის მთავრი რედაქტორობით გამოიცა კიდევ ორი ნომერი. ჟურნალის მეოთხე ნომერი გახლდათ მემორიალური და მიეძღვნა ჟურნალის იდეის სულისჩამდგმელის პროფესორ გურამ ტატიშვილის ხსოვნას. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, საქართველოს გრ.მუხაძის ქირურგთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით განახლდა ჟურნალის გამოცემა. მისი დამაარსებლის და პირველი რედაქტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჟურნალს ეწოდა „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე“. 2018 წლიდან ჟურნალი რეფერირდება „ქართულ რეფერატულ ჟურნალში“. 2020 წლიდან შეიქმნა ჟურნალის ვებ-გვერდი. ამჟამად მიმდინარეობს ჟურნალის რეგისტრაცია რამდენიმე საერთაშორისო ბაზაში. 2020 წლის ივნისში გამოიცა „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მერვე ნომერი.