რეცენზირება

ჟურნალ „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ რედაქციაში შემოსული ყველა სამეცნიერო ნაშრომი (სტატია) ექვემდებარება „ღია რეცენზირებას“ („open peer review“): რეცენზენტმა და ავტორმა დასაშვებია, იცოდნენ ერთმანეთის ვინაობა.

  1. რეცენზირებას ახორციელებს ორი რეცენზენტი, მათგან ერთი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან სარედაქციო კოლეგიის წევრი, ერთი კი მოწვეული რეცენზენტი, რომელიც არის სამედიცინო სფეროს შესაბამისი მიმართულების წამყვანი სპეციალისტი (საქართველოში ან სხვა ქვეყანაში).
  2. წარმოდგენილი ნაშრომის ექსპერტიზისათვის რეცენზენტებს არჩევს მთავარი რედაქტორი. რეცენზირების ვადა არის 2-4 კვირა, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია რეცენზირების ვადის გაგრძელება.
  3. ყველა რეცენზენტს აქვს უფლება, უარი განაცხადოს რეცენზიაზე, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, რომელიც იმოქმედებს რეცენზიის ობიექტურობაზე. ხელნაწერის განხილვის შემდეგ რეცენზენტი იძლევა რეკომენდაციას, მოკლე არგუმენტაციის თანხლებით.
    • სტატია რეკომენდებულია პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი სახით;
    • სტატია რეკომენდებულია პუბლიკაციისთვის რეცენზენტის შენიშვნების გასწორების შემდეგ;
    • სტატია საჭიროებს დამატებით რეცენზიას სხვა სპეციალისტის მიერ;
    • სტატია არ შეიძლება გამოქვეყნდეს ჟურნალში.
  4. თუ რეცენზიაში სახეზეა რეკომენდაციები სტატიის დამატებითი დამუშავების და მითითებული ხარვეზების გასწორების თაობაზე, რედაქცია უგზავნის ავტორს რეცენზიის ტექსტს წინადადებით, მოხდეს მითითებული ხარვეზების გასწორება ან შენიშვნების (მთლიანად ან ნაწილობრივ) არგუმენტირებულად უარყოფა. გადამუშავებული ნაშრომი რედაქციაში უნდა დაბრუნდეს 1 თვის ვადაში. გასწორებული სტატია კვლავ იგზავნება რეცენზიაზე.
  5. ავტორის მხრიდან წარმოდგენილი მასალის გადამუშავებაზე უარის შემთხვევაში ავტორი ვალდებულია, წერილობითი ან ზეპირი სახით შეატყობინოს რედაქციას თავისი უარი სტატიის პუბლიკაციის თაობაზე. თუ ავტორი, რეცენზიის გაგზავნიდან 2 თვის ვადაში, არ წარმოადგენს გადამუშავებულ ვარიანტს, სტატია იხსნება განხილვიდან. ავტორს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
  6. თუ ავტორს და რეცენზენტს ხელნაწერის მიმართ ექმნებათ გადაუჭრელი წინააღმდეგობა, რედაქცია იტოვებს უფლებას გააგზავნოს ნაშრომი დამატებით რეცენზიაზე. კონფლიქტურ სიტუაციაში გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე.
  7. პუბლიკაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღება სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე რეცენზენტების რეკომენდაციების შესაბამისად. სტატია, რომელსაც სარედაქციო კოლეგიაზე ეთქვა უარი პუბლიკაციაზე, განმეორებით განხილვაზე არ მიიღება. პასუხი ავტორს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით.
  8. სარედაქციო კოლეგიის მიერ სტატიის პუბლიკაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება ეგზავნება ავტორს, გამოქვეყნების ვადის მითითებით.
  9. დადებითი რეცენზიის არსებობა არ არის სტატიის პუბლიკაციის საკმარისი საფუძველი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს იღებს მთავარი რედაქტორი.
  10. რედაქცია აგზავნის რეცენზიების ასლებს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებში, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.